ფერისცვალების ეკლესია

ფერისცვალების ეკლესია დაგას სოფლის ცენტრში, გზის პირას. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1924 წელს განათავსეს კულტურის სახლი, მის გვერდით კიწისქვილი, რის გამოც არსებითი გადაკეთებები განიცადა. 2007-2009 წლებში საქართველოს ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ეკლესიის გარე კედლებში შესამჩნევია ორი საამშენებლო ფენა: პირველი XVIII საუკუნისაა, ხოლო მეორე XIX საუკუნით თარიღდება. ბაზილიკის შიდა სივრცე ორი წყვილი ბურჯით სამ ნავადაა გაყოფილი. შუა ნავი გვერდითებთან შედარებით სამჯერ უფრო განიერია და მაღალი. ეკლესია დახურულია ღარისებრი კრამიტით.

 

#წმ.ნინი
#ეწვიებოდბეს