ქ. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ასევე მისი ბუნებრივი მდებარეობა - ქალაქის მდებარეობა ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე, მაღალ, ლამაზ გორაზე და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. ქალაქი განსაკუთრებული ასევე თავისი კულტურით და ისტორიით.
მდებარეობა/რეგიონი - კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
დაარსდა - 1762
ტიპი - ქალაქი (1801 წლიდან)
ფართობი - 297,8 ჰა კმ²
მოსახლეობის რაოდენობა - 1485 კაცი (2014)
მანძილი თბილისისდან - 115 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან - 750 მ +
კოორდინატები - 41°37′07″ ჩ. გ. 45°55′18″ ა. გ.
ეროვნული შემადგენლობა:
- ქართველები 97,5 %
- ეზიდები 1,8 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
სატელეფონო კოდი +995 355
საფოსტო ინდექსი - 4200
ეტიმოლოგია - სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ სიღნაღს ძველად ეწოდებოდა ქიზიყი (შაიშმელაშვილი 1969: 40-49).