სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს გომბორის ქედის ფერდობებს და ალაზნის ვაკეს. უჭირავს 1251.7 კმ2 ფართობი. რაიონს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაგოდეხის რაიონი და აზერბაიჯანი, სამხრეთით-დედოფლისწყაროს, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს, აღმოსავლეთით-დედოფლისწყაროს რაიონები.
მდებარეობა - აღმოსავლეთ საქართველო
ადმინისტრაციული ცენტრი - ქ. სიღნაღი
ქალაქები და სოფლები: 2 ქალაქი და 19 სოფელი.
მანძილი ცენტრსა და თბილის შორის - 113 კმ
დროის სარტყელი - UTC +4
სატელეფონო კოდი - 355
ფართობი - 1251 კმ²
მოსახლეობა - 29 948 კაცი (2014 წელი)
ეროვენება - ქართველები 97.5%, რუსები 1%, სომხები 0.8%, აზერბაიჯანელები 0.1% იეზიდები 0.1%.
სიღნაღის მუნიციპალიტეტი 1917 წლამდე სიღნაღის მაზრის სახელწოდებას ატარებდა, 1928 წლიდან მუნიციპალიტეტი კახეთის მაზრაში შედიოდა, 1929 წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930 წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1938 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სიღნაღის რაიონს გამოეყო წითელწყაროს რაიონი, ხოლო დარჩენილი რაიონი დაიყო შემდეგ სასოფლო-საბჭოებად: სიღნაღის (რაიონული ცენტრი), ანაგის, ვაქირის, საქობოს, ბოდბის-ხევის, ქვემო-მაჩხაანის, ჯუგაანის, ტიბაანის, ნუკრიანის, მაღაროს, ბოდბისა და ულიანოვკის. 1963-1964 წლებში წითელწყაროს რაიონი ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965 წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად, როგორც დედოფლისწყაროს რაიონი.
მეურნეობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემოსავლების ძირითადი წყაროებია: სოფლის მეურნეობა, მცირე ბიზნესი და საბიუჯეტო ორგანიზაციები. წარსულში ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფდა სოფლის მეურნეობა და წარმოება. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმა აქვს, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ტურიზმი.
მოსახლეობა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განსახლების ზონა ვრცელდება ზღვის დონიდან 300-800 მ ფარგლებში. უმეტესად ქართველები ცხოვრებენ, მცირე რაოდენობით არიან სომხები, რუსები და სხვ.