კულტურა

კულტურა

ქალაქი სიღნაღი ყოველთვის პოპულარული იყო ტრადიციული ხალხური ხელობებით: ტყავის წარმოება, ხეზე ჭრა, მჭედლობა, ხალიჩების ქსოვა და კერამიკული ნაკეთობების დამზადება. ხალიჩების, ნოხებისა და გობელენების დამზადება ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომელსაც ჯერ კიდევ აქტიურად მისდევენ სიღნაღში.

 

არქიტექტურა

უნიკალურად დაგეგმილი ტერასული არქიტექტურა სრულყოფილად ერგება სიღნაღის შემაღლებულ ლანდშაფტს. ძირითადად მე-18 და 19-ე საუკუნეში აგებული შენობები ასახავს იმ ეპოქის მოთხოვნებს. თხელი ქართული აგურით ნაშენი ორ ან სამსართულიანი სახლების პირველი სართულები განკუთვნილი იყო სხვადასხვა სახის მაღაზიებისა და სახელოსნოებისათვის (ჯერ კიდევ პოპულარულია მაღალი ხარისხის ტყავის წარმოების, სამჭედლოების, ხალიჩების ქსოვის და კერამიკული ნაკეთობების გამო). ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები კვეთენ მთის ფერდობებს და მნახველებს თავლწინ წარმოუდგებათ შესანიშნავი შენობები ხის ორნამენტებიანი აივნებითა და კრამიტის სახურავებით, უნიკალური დეკორატიული განლაგებით და მომრგვალებული ფანჯრებით.თბილისისგან განსხვავებით სიღნაღში არ არის შიდა ეზოები ყველა მხრიდან გარშემორტყმული აივნებით. სახლები გვერდი-გვერდ დგას ქუჩის გასწვრივ, რაც ქმნის დასრულებულ დასახლებულ ერთობლიობას. ეგრედ წოდებული "მეხუთე ფასადი" ანუ სახურავები ხელს უწყობს სიღნაღის იმიჯის განსაზღვრას.

გამოჩენილი სიღნაღელი მოღვაწეები

უამრავი გამოჩენილი ქართველი, რომელთა ცხოვრებამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ისტორისაა და კულტურაზე, სიღნაღის მკვიდრნი იყვნენ. მათ შორის არიან კომპოზიტორი ვანო სარაჯიშვილი, ფილოსოფოსი და მწერალი სოლომონ დოდაშვილი, პოლიტიკური მოღვაწე სანდრო მირიანაშვილი და სხვა მრავალი. თუმცა, ყველაზე ცნობილი ქართველი, რომელიც დაიბადა სიღნაღის რაიონში, პატარა სოფელ მირზაანში, იყო საერთაშორისო დონეზე აღიარებული პრიმიტივისტი მხატვარი ნიკო ფიროსმანიშვილი.

#ეწვიესიღნაღი

#არტქალაქი

#სიყვარულისქალაქი