ანაგის კვირაცხოვლის ეკლესია

ძეგლი დაგას სოფლის სასაფლაოზე. საამშენებლო წარწერის თანახმად, აგებულია 1601 წელს. მოსახლეობის მიერ თვითნებურად ჩატარებული რემონტის გამო, ეკლესიას თავდაპირველი სახე ძლიერ აქვს შეცვლილი.. ძირითადათ გამოყენებულია რიყის ქვა, ორივე შესასვლელი კი აგურითაა გამოყვანილი. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. შესასვლელი ორია: დასავლეთით და ჩრდილოეთით. ორივე კარი მშვილდისებრი თაღითაა დასრულებული. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ არმოსავლეთ ფასადია მორთული. მორთულობის ელემენტები აგურის წყობის შეღრმავებით არის გამოყვანილი. საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი და ოთხი რომბი, ისინი ფრონტონის არეშია სიმეტრიულად გამოყვანილი. ეკლესიის დასავლეტ ფასადზე მარცხნივ  პატარა ნიშია ჩაშენებული. დაცულია საამშენებლო წარწერა. ეკლესია აუშენებია ვინმე ,,ზოსქემს (?). წარწერის ბოლოში იკითხება სახელი ,,ესაკი“, შემდეგ კი თარიღია - 1601 წ. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმული მცირე ზობის სამრეკლო, რომელიც გადახურულია თუნუქის კონუსებრი ფორმით.  ეკლესია გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

 

#წმ.ნინი
#ეწვიებოდბეს