7 სექტემბერს ქალაქ სიღნაღის თეატრში რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი „გაუმარჯოს ბუშონს“ გაიმართება.
წარმოდგენას ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი გამართავს.
საღამო საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება.