სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 20 – 27 მაისს ადგილობრივი გიდის მომზადება / გადამზადების სასწავლო კურსი ჩატარდება.
კურსის მიზანი:
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კვალიფიციური გიდების არსებობა
- სიღნაღის შესახებ სწორი ინფორმაციის (ისტორია, კულტურა და ა.შ.) გავრცელება და პოპულარიზაცია.
- განათლების, დასაქმების ხელშეწყობა და სხვ.
დაქირავებული ორგანიზაცია:
ტურიზმის ორგანიზაცია - წარმოადგენს ტრენინგ ცენტრს, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს პრაქტიკული და თანამედროვე სწავლების მეთოდებით ტურიზმის სფეროში მუშაობით დაინტერესებული პირების მომზადებას და ხელშეწყობას მათ შემდგომ დასაქმებაში. https://to.edu.ge/
ტრენერები:
ვლასი ვაწაძე
ისტორიკოსი, გიდი
საქართველოს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; გიდი
https://to.edu.ge/trainings/gidis-punkcia-movaleobebi/
- ტურიზმის ზოგადი ისტორია და გიდი. ექსკურსიის კლასიფიკაციის განმარტება და მომზადება, გიდის ეთიკა და გარეგნობა, ეკსკურსიამძღოლის ფუნქციები და მოვალეობები, მოქცევის წესები და ტურის წარმართვა.
- მარშრუტის დაგეგმვა და დამუშავება. როგორ დგება მარშრუტი, რა უნდა გავითვალისწინოთ ტურის დაწერის დროს. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია.
- ფსიქოლოგია ტურიზმში. ინდივიდთან და ჯგუფთან მუშაობის პრინციპები.
ნოე ელიზბარაშვილი
ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სტრატეგია, მიზნები და გეგმები
გიორგი ჩერქეზიშვილი
ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების სპეციალისტი.
- ქიზიყის და ქ. სიღნაღის ისტორია
- ტურისტული ადგილები და მარშრუტები
ნინო ლეკიაშვილი
საქართველოს წითელი ჯვარის სიღნაღის ფილიალი, მენეჯერი.
- პირველი დახმარების ტრეინინგი
მონაწილეობა შეუძლია:
საქართველოს მოქალაქეებს 14 წლის ასაკიდან
უპირატესობა მიენიჭება:
- სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს
- დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ქართულის გარდა დამატებით სულ მცირე ერთი უცხო ენა. (B1)
- ისტორიკოსებს, ტურიზმის ან მომიჯნავე დარგების სპეციალობებს და სტუდენტებს.
მიღების ეტაპები:
- განაცხადის ფორმა (იხ. ქვემოთ )
- გასაუბრება
კურსის ღირებულება - უფასო
კურსის ხანგძლივობა - 21 საათი.
მონაწილეთა რაოდენობა: 15 ადამიანი
კურსი ჩატარების ადგილი: ქ. სიღნაღი, აღმაშნებლის მოდანი N3.
სერთიფიკატი
- კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღებისათვის მონაწილე აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროგრამის მსვლელობაში, უნდა ასრულებდეს კურსით გათვალისწინებულ სავარჯიშოებსა და საკურსო დავალებებს.
- სასწავლო კურსის დასრულებისას მსმენელები ჩაატარებენ ინფო ტურს ქ. სიღნაღში, რომლის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატები.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 13 მაისი 20:00 სთ.
დარჩენილი დრო:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შევსონ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა.
განაცხადების განხილვის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების თანამშრომელი დაუკავშირდება არაუგვიანეს 15 მაისმდე.