თავგატეხილას წყარო

თავგატეხილას წყარო სიღნაღში,  ბიძინა კვერნაძის სახელობის  ქუჩაზე მდებარეობს და ერთ-ერთ საუკეტსო წყაროდ ითვლება სიღნაღში. 

70 - იანი წლებიდან ჰქვია აგრეთვე "ვანოს წყარო" . ერთ-ერთი ვანოობის დროს დაუსუფთავებიათ და "ვანოს წყაროც" შეურქმევიათ.

გარდაცვალების წინ ვანო სარაჯიშვილმა თავგატეხილას წყაროს წყალი მოითხოვა. მუზეუმში  ინახება დიდი, ლურჯი ფერის სასმისი - დოქი,  რომლითაც ძმამ ავადმყოფ ვანოს თავგატეხილას ნანატრი წყარო მიუტანა.

ამ წყაროს სახელის შესახებ ლეგენდა არსებობს.

ისე ჭირდა სიღნაღში წყალი, რომ ხალხი დიდხანს იდგა რიგში, ხშირად ჩხუბობდა კიდეც და დოქებით თავიც გაუტეხავთ ერთმანეთისთვის.