ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია სოფლის განაპირას სამხრეთით, მცირედ დაფერდებულ ადგილზე დღას. ტაძარი XVIII საუკუნით თარიღდება. დარბაზული ტიპის ეკლესია ზომებში 12,2x7,2 მეტრია, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გეგმის სწორკუთხედშივეა მოქცეული და ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს: დასავლეთით და ჩრდილოეთით. საშენი მასალა ორგვარია: რიყი ქვა და ,,ქართული“ კვადრატული აგური. აგურისაა ლაგვარდანიც. 2010 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩრდილოეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში თიხის მოწითალო კვადრატულ ფილაზე არის მხედრული წარწერა-,,სულხან კალატოზი“. ეკლესიის დასავლეთ კედელზე დაშენებულ აგურის კვადრატულ ბაქანზე დაგას აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის სამრეკლო.

 

#წმ.ნინი
#ეწვიებოდბეს