ტურისტული სიახლეები სიღნაღიდან

ინდური კინოს ლეგენდა სიღნაღში

სიღნაღს ეწვია უმეშ მეჰრა ( Umesh Mehra) - ინდური კინოს ლეგენდარული რეჟისორი, ბოლივუდის ერთ-ერთი პირველი კინოსტუდია "Eagle Films"( დაარსდა 1953 წელს) ხელმძღვანელი.
ბატონ მეჰრას მასპინძლობას ლალი მოროშკინა და ვილა პროვანსი უწევდა. სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი "ლაშქრული".
უმეშ მეჰრა საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მისი ფილმები - " ლეგენდა სიყვარულზე", "სიყვარულის ბადე", "ჯუნგლების კანონით" , "მსჯავრდებული", "გურუ". განსაკუთრებით აღსანიშნავია 1979 წელს გადაღებული "ალი ბაბას და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი", რომელშიც ინდური კინოს მეგა ვარსკვლავების გვერდით მთავარ როლებს ასრულებდნენ საქართველოს სახალხო არტისტი სოფიკო ჭიაურელი და სომხეთის სახალხო არტისტი ფრუნზიკ მკრტჩიანი
და აი,ფილმის გადაღებიდან 45 წლის შემდეგ უმეშ მეჰრა ლეგენდარული სოფიკოს სამშობლოშია.
დიდი მაესტრო აღფრთოვანებული დარჩა ანსამბლ "ლაშქრულის" შემოქმედებით.
სიღნაღი მართლაც, კულტურის და წარმატების ჰაბი ხდება.