მისამართი: ქალაქი სიღნაღი, ვ. სარაჯიშვილის 8
ტელეფონი: 558 39 07 37
FB - გვერდი:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1998 წ.
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების სტრუქტურული ერთეული
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
სამუშაო დღეები: ყოველდღე კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10 : 00 – 17 : 00
ექსპონატების რაოდენობა: 10 399
შესვლა: უფასო
აღწერა:
სანდრო მირიანაშვილი დიდი ქართველი კომპოზიტორი, თვითნასწავლი მხატვარი და ეთნოგრაფია. მუზეუმში ინახება დიდი რაოდენობით სანოტო ფონდი, ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები მისი ხელით შესრულებული, ასევე უამრავი ეთნოგრაფიული ნივთი მისივე ხელით შეგროვილი. მუზეუმში ასევე ინახება მუსიკალური ინსტრუმენტები სხვადასხვა პერიოდის, ფოტო-საგაზეთო მასალები და დიდი წიგნადი ფონდი. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული კლასიკური მუსიკის განვითარებაში. დაიბადა 1914 წელს სიღნაღში და გარდაიცვალა 1987 წელს. დაკრძალულია თბილისში.
1998 წლიდან სიღნაღში არსებობს ს.მირიანაშვილის მუზეუმი. მშობლიურ ქალაქსა და რაიონზე უზომოდ შეყვარებულ კომპოზიტორს არასდროს გაუწყვეტია მასთან კავშირი. იგი ყოველთვის მონაწილეობდა რაიონის კულტურის განვითარებისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. სიცოცხლეშივე მან მთელი თავისი ნამუშევრები, ეთნოგრაფიული მასალები, პირადი ნივთები, ჯილდოები, მდიდიარი ბიბლიოთეკა, ხატების და ხალხური საკრავების კოლექცია გადასცა კულტურის სამინისტროს, ხოლო სამინისტრომ გადმოსცა რაიონს, რის შემდეგაც გაიხსნა მუზეუმი. მუზეუმშ არის 7750 ექსპონატი.
მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია ორ სართულზე 3 საექსპოზიციო ოთახში. დამთვარიელებელთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ეთნოგრაფიული ნივთები და მისი ფერწერული ტილოები.