მისამართი: სოფელი ანაგა
ტელეფონი: 598 74 89 12
FB - გვერდი:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1987
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების სტრუქტურული ერთეული
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
სამუშაო დღეები: ყოველდღე კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10 : 00 – 17 : 00
ექსპონატების რაოდენობა: 1177
შესვლა: უფასო
მუზეუმის აღწერა:
სოფელ ანაგის ცენტრში დგას, რეჟისორ, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი. შემორჩენილი იყო ახმეტელისეული სახლის მხოლოდ ერთი კედელი. რეჟისორის საიუბილეოდ, დაბადებიდან 100 წლისთავზე აშენდა ახალი შენობა. მუზეუმი გაიხსნა 1979 წელს. სოფელმა მისი გახსნა 1982 წელსაც აღნიშნა.
სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურით. სახლ-მუზეუმში არის სანდრო ახმეტელის პირადი ნივთები, მისი ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ექსპონატები, ფოტომასალა დადოკუმენტები. ახმეტელების გვარის ერთ-ერთი ოჯახიდან წამოღებული ავეჯი. სახლს აქვს მემორიალური დაფა: ,,ამ სახლში ცხოვრობდა დიდი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი’’.
ამჟამად სახლ-მუზეუმი საჭიროებს სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოებს.
დიდი ქართველი რეჟისორი სანდრო ახმეტელი, ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუზემდებელია. მისი ცნობილი სპექტაკლები ,,ანზორი“, ,,ლამარა“, ,,რღვევა“ და სხვა ბრწყინვალე ნამუშევრებია დიდი რეჟისორისა. ამ სპექტაკლებმა დიდი წარმატება მოუტანა ქართულ თეატრს როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. მისი სიცოცხლე შეიწირა 1937 წლის რეპრესიებმა, დახვრეტილი იქნა 51 წლის ასაკში. თბილისში ერტ-ერთი სახელმწიფო თეატრი (გლდანი) მისი სახელობისაა. მუზეუმში ინახება სხვადასხვა სპექტაკლების მაკეტები, აფიშები, ფოტო-საგაზეთო მასალები და საყოფაცხოვრებო ნივთები.