მისამართი: სოფელი ქვემო მაჩხაანი
ტელეფონი: 599 44 81 46
FB - გვერდი:
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1972
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების სტრუქტურული ერთეული
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
სამუშაო დღეები: ყოველდღე კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 17:00
ექსპონატების რაოდენობა: 536
შესვლა: უფასო
აღწერა:
იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის მუზეუმი მნახველს გააცნობს მისი გმირობის ისტორიებს. იგი იბრძოდა 1941-1945 წლებში ფაშიზმის წინააღმდეგ იტალიაში, სადაც მან თავი გამოიჩინა თავის გმირობით და იხსნა ბევრი მებრძოლი დაღუპვისაგან, რისთვისაც იტალიის მთავრობამ მიანიჭა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო ეროვნული გმირი. მუზეუმში დაცულია მისი და მისი ოჯახის ნივთები, მედლები რომლებიც მას მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, ასევე უამრავი საჩუქრები იტალიელი ხალხისგან, რომლებიც მოგვითხრობენ მისი გმირობის შესახებ. მოგვიანებით მას მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მუზეუმი მდიდარია ფოტო-დოკუმენტური მასალით.