
ქიზიყის საოჯახო მარნების ფესტივალი - "პური და ღვინო 2025"
ფესტივალს სურს შექმნას კეთილგანწყობისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენის ადამიანური სივრცე, სადაც პატიოსანი და თავდადებული შრომის ნაყოფი: სუფთა ქართული ღვინო და პური, სოფლის სხვა ნობათი თუ კახური მრავალჟამიერი სამშობლოს შეგრძნებასა და მისი გადარჩენის, ანუ კარგ ადამიანად ყოფნის სურვილს უნდა შეეწიოს.
აქ გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში თავს სწირავდნენ ქართული ღვინისა და პურის სიწმინდეს, კახური მრავალჟამიერისა თუ კულტურის სხვა განძეულის შენარჩუნებას.
ის, რაც ნამდვილია, რაც სიცოცხლეს და სიყვარულს ამკვიდრებს, თავისთავად ეწინააღმდეგება ბოროტებას და იმედსაც გვინერგავს.
ვფიქრობთ, იმედი და სიყვარული გაგყვებათ ჩვენი საქველმოქმედო სასწავლებლის ვრცელი, უბრალო და მეგობრული კარ-მიდამოდან, რომელსაც კარგა ხანია "ლაღი ეზო" შეარქვეს.
სოლომონ დოდაშვილის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი - "კერა" (კავკასიური სახლის ფილიალი ზემო მაღაროში");
- კულტურული ტურიზმის ცენტრი "ლაღი ეზო";
- პროექტი "გადავარჩინოთ სოფელი".