ქიზიყის საოჯახო მარნების ფესტივალი - "პური და ღვინო 2025"

Image

🍇 ქიზიყის საოჯახო მარნების ფესტივალი - "პური და ღვინო 2025"

🟣 ფესტივალს სურს შექმნას კეთილგანწყობისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენის ადამიანური სივრცე, სადაც პატიოსანი და თავდადებული შრომის ნაყოფი: სუფთა ქართული ღვინო და პური, სოფლის სხვა ნობათი თუ კახური მრავალჟამიერი სამშობლოს შეგრძნებასა და მისი გადარჩენის, ანუ კარგ ადამიანად ყოფნის სურვილს უნდა შეეწიოს.

🟣 აქ გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში თავს სწირავდნენ ქართული ღვინისა და პურის სიწმინდეს, კახური მრავალჟამიერისა თუ კულტურის სხვა განძეულის შენარჩუნებას.

🟣 ის, რაც ნამდვილია, რაც სიცოცხლეს და სიყვარულს ამკვიდრებს, თავისთავად ეწინააღმდეგება ბოროტებას და იმედსაც გვინერგავს.

ვფიქრობთ, იმედი და სიყვარული გაგყვებათ ჩვენი საქველმოქმედო სასწავლებლის ვრცელი, უბრალო და მეგობრული კარ-მიდამოდან, რომელსაც კარგა ხანია "ლაღი ეზო" შეარქვეს.

🏠 სოლომონ დოდაშვილის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი - "კერა" (კავკასიური სახლის ფილიალი ზემო მაღაროში");
- კულტურული ტურიზმის ცენტრი "ლაღი ეზო";
- პროექტი "გადავარჩინოთ სოფელი".

დაწყების თარიღი: 20/09/2025 12:00 სთ.

დამთავრების თარიღი: 20/09/2025 21:00 სთ.

მისამართი: ქ. სიღნაღის, თეტრის შენობა

დასწრება თავისუფალია