ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი

Image

ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართება. საზეიმო გახსნა 28 ივნისს, სიღნაღში, კომპოზიტორის ბიუსტის გახსნით და  მუსიკალური კონცერტით შედგება.

ბიუსტი ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით დაიდგმევა.

ღონისძიებაზე კომპოზიტორის უკვდავ ნაწარმოებებს ცნობილი ქართველი მომღერლები შეასრულებენ სიმფონიური ორკესტრისა და გუნდის თანხლებით. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი, ფესტივალის დამფუძნებელი და იდეის ავტორი ნიკა ნიკვაშვილი იქნება.

ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა, აგრეთვე ქართველი და უცხოელი ხელოვანების კოლაბორაციის ხელშეწყობა, რაც მომავალი კულტურული პროექტების წარმატებული განხორციელების საფუძველს ქმნის.

დრო: 28 ივნისი, 2025 წ.

დასწრება თავისუფალია

მისამართი: ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი