სიხლეები

ტურისტული სიახლეები სიღნაღიდან

ადგილობრივი ტურისტული გიდის სასერტიფიკატო კურსი

ადგილობრივი ტურისტული გიდის სასერტიფიკატო კურსი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 20 – 27 მაისს  ადგილობრივი გიდის მომზადება / გადამზადების სასწავლო კურსი ჩატარდება.

კურსის მიზანი:
- სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კვალიფიციური გიდების არსებობა
- სიღნაღის შესახებ  სწორი ინფორმაციის (ისტორია, კულტურა და ა.შ.) გავრცელება და პოპულარიზაცია.
- განათლების, დასაქმების ხელშეწყობა და სხვ.

დაქირავებული ორგანიზაცია:
ტურიზმის ორგანიზაცია  
-  წარმოადგენს ტრენინგ ცენტრს, რომელიც 2018 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს პრაქტიკული და თანამედროვე სწავლების მეთოდებით ტურიზმის სფეროში მუშაობით დაინტერესებული პირების მომზადებას და ხელშეწყობას მათ შემდგომ დასაქმებაში. https://to.edu.ge/

ტრენერები:

ვლასი ვაწაძე
ისტორიკოსი, გიდი
საქართველოს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; გიდი 
https://to.edu.ge/trainings/gidis-punkcia-movaleobebi/
-
 ტურიზმის ზოგადი ისტორია და  გიდი.   ექსკურსიის კლასიფიკაციის განმარტება და მომზადება, გიდის ეთიკა და გარეგნობა,   ეკსკურსიამძღოლის ფუნქციები და მოვალეობები, მოქცევის წესები და ტურის წარმართვა. 

-  მარშრუტის დაგეგმვა და დამუშავება.  როგორ დგება მარშრუტი, რა უნდა გავითვალისწინოთ ტურის დაწერის დროს. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია.
-  ფსიქოლოგია ტურიზმში. ინდივიდთან და ჯგუფთან მუშაობის პრინციპები.

ნოე ელიზბარაშვილი
ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი
-  სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სტრატეგია, მიზნები და გეგმები

გიორგი ჩერქეზიშვილი
ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების სპეციალისტი.
-  ქიზიყის და ქ. სიღნაღის ისტორია
-  ტურისტული ადგილები და მარშრუტები

ნინო ლეკიაშვილი
საქართველოს წითელი ჯვარის  სიღნაღის ფილიალი, მენეჯერი.
- პირველი დახმარების ტრეინინგი

მონაწილეობა შეუძლია:
საქართველოს მოქალაქეებს 14 წლის ასაკიდან
უპირატესობა მიენიჭება:
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირებს
- დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც ქართულის გარდა დამატებით სულ მცირე ერთი უცხო ენა. (B1)
- ისტორიკოსებს, ტურიზმის ან მომიჯნავე დარგების სპეციალობებს და სტუდენტებს.

მიღების ეტაპები:
- განაცხადის ფორმა  (იხ. ქვემოთ )
-  გასაუბრება

კურსის ღირებულება  - უფასო

კურსის ხანგძლივობა -  21  საათი.

მონაწილეთა რაოდენობა: 15 ადამიანი

კურსი ჩატარების ადგილი:  ქ. სიღნაღი,  აღმაშნებლის მოდანი N3

სერთიფიკატი
კურსის წარმატებით დასრულებისა და სერტიფიკატის მიღებისათვის მონაწილე აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროგრამის მსვლელობაში, უნდა ასრულებდეს კურსით გათვალისწინებულ სავარჯიშოებსა და საკურსო დავალებებს. 
- სასწავლო კურსის დასრულებისას მსმენელები ჩაატარებენ ინფო ტურს ქ. სიღნაღში, რომლის საფუძველზეც გაიცემა სერთიფიკატები.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 13  მაისი 20:00 სთ. 

დარჩენილი დრო:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შევსონ ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა.

განაცხადების განხილვის შემდეგ,  შერჩეულ კანდიდატებს  მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების თანამშრომელი დაუკავშირდება არაუგვიანეს 15 მაისმდე.

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიხლეები და იცოდე რა ხდება სიღნაღში