
ალაზნის ველი (იგივე ალაზნის ვაკე) - მთათაშუა აკუმულაციური ვაკე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც კახეთის კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარეობს. ზღვის დონიდან 200-470 მეტრ სიმაღლეზე ტერიტორია აგებულია ახალგაზრდა მეოთხეული ნალექებით და დახრილია სამხრეთ აღმოსავლეთისკენ. ბაკეს მთელ სიგრძეზე ( 160 კმ ) კვეთს მდინარე ალაზანი, ხოლო მისი სიგანე 5-დან 37 კილომეტრამდე მერყეობს
კლიმატი და ბუნება
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გამოირჩევა განსაკუთრებით ნაზი, რბილი ჰავით. აქ ზომიერად ნოტიო ჰავაა: ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ცხელი. წლიური ნალექების რაოდენობა 700-1000 მმ-ია (მაქსიმუმი - მაისში, მინიმუმი - იანვარში), ხშირია სეტყვა.
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში არსად სხვაგან ესოდენ ნაზი, რბილი ჰავა არ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს ბარის მცენარეულობის ისეთი სიმდიდრე, როგორიც უცხოა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სხვა ნაწილებისათვის, — ტყის არსებობა მდინარეებისაგან დაშორებით, ზღვის დონიდან სულ 300-500 მ სიმაღლეზე. ვაკის ნაწილი დაფარულია ტყით (მუხა, იფანი, ნეკერჩხალი, ალვის ხე), ხოლო დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია.
დასახლებული პუნქტები და მევენახეობა
ალაზნის ველი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუთხეა. დიდი დასახლებული პუნქტები (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, წნორი, შილდა, ნაფარეული, კარდანახი და სხვა) ძირითადად ვაკის კიდეებზე — კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას არის განლაგებული.
ბუნებრივი პირობების მიხედვით ველი იყოფა ორ ნაწილად: მარჯვენა მხარე ( წინამხარი) მარცხენა მხარე ( გაღმამხარი )
კახეთი საქართველოს მთავარი მეღვინეობის რეგიონია, სადაც ქვეყნის ღვინის დაახლოებით 70% იწარმოება. ქართული ღვინის დამზადების უნიკალური მეთოდი - ქვევრი, შეტანილია იუნესკოს მატერიალურ მემკვიდრეობაში. მსოფლიოში არსებული ორი კლასიკური ტექნოლოგიიდან ( ევროპული და კახური) საქართველოში ორივე ოდითგანვე გამოიყენებოდა.
არქეოლოგიური და ისტორიული მემკვიდრეობა
ოქროს ლომი წნორიდან: ალაზნის ველზე, სოფელ წნორთან გათხრილ მონუმენტურ ყორღანში აღმოჩენილია ძვ. წ. III ათასწლეულისმეორე ნახევრით დათარიღებული ოქროს ლომის ქანდაკება ( რომელიც დღეს ქართულ თეთრზეა გამოსახული). ამ პერიოდის ლომის ასეთ ადრეულ გამოსახულებას მსოფლიოში ანალოგი არ ეძებნება.
ვაზისა და პურის სამშობლო: საქართველო პურეული კულტურენის მოშინაურების უძველესი კერაა, სადაც ხორბლის 14 ბუნებრივი სახეობაა რეგისტრირებული. ევოლუციით ველურ სახეობებთან ახლოს მდგომი ხორბლის უნიკალური ჯიშები დღემდე მხოლოდ საქართველოშია შემონახული. პურისა და ღვინოს ქართულ კულტურაში წმინდა, სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა, რასაც მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული ტრადიციები და მეთოდები მოჰყვა ( თონის კულტურა, რიტუალური პურები და ა.შ.)
