ბავშვობიდან სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, ყოველთვის უდიდესი სურვილი მქონდა სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია სხვისთვისაც გამეცნო და გამეზიარებინა.
როდესაც ტურისტული საკითხებით დავინტერესდი, გადავწყვიტე გამეკეთებინა რაღაც განსხვავებული და მშვიდი, ოჯახური გარემო შემეთავაზებინა დაინტერესებული მოგზაურებისთვის.
თავიდან, ეს იყო მცირე თანხებით დაწყებული საქმე, რომელიც თავდაუზოგავი შრომით, ოჯახისა და მეგობრების დახმარებით შევძელი და წამოვიწყე.
ნებისმიერ სამუშაოს ოჯახის წევრები ვინაწილებთ და ვცდილობთ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ. როგორც შიდა აგრეთვე გარე სივრცე მოწყობილია დიდი სიყვარულით და ტურისტების ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირის ინტერესებზეა მორგებული. სივრცეში არსებული ყველა ნივთი, ყველა დეტალი, კონკრეტულ შინაარსსა და ისტორიას ატარებს.
სტუმრებს ვმასპინძლობთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან, აქტიურად ვაცნობთ ეროვნულ, განსაკუთრებით, ჩვენებურ, ქიზიყურ კულტურასა და ტრადიციებს. დაინტერსებულ მოგზაურებს ვუმზადებთ ქართულ - ტრადიციულ ოჯახურ კერძებს, სურვილის შემთხვევაში კი ვუტარებთ მასტერკლასებს - თითოეული კერძის ისტორიით.
წარმატების საიდუმლო საქმისადმი ერთგულება და სიყვარულია.
მგონია, ადამიანის ცხოვრება საკუთარი ფიქრების/ქმედებების შედეგია, როდესაც დადებითისკენ ცვლი ფიქრებს/ქმედებებს უკეთესობისკენ იცვლება შენი მომავალიც.