მოგესალმებით ჩემი სამყაროდან და ჩემთვის უძვირფასესი ადგილიდან …
სახელოსნო „თანი„ მდებარეობს ქალაქ სიღნაღში სარაჯიშვილის N1-ში, სადაც თითოეული ნივთის შთაგონების წყაროა მდიდარი ქართული ისტორია და ტრადიციები.
ჩემი საქმიანობის განსხვავებული სტილი და ხედვა ვითარდებოდა ჯერ კიდევ 2017 წლიდან. ყოველი აქსესუარი იქმნება ქართული ტყავის მასალითა და ხის დეტალებით, რომლებსაც ამზადებს და ამუშავებს ჩემი მეუღლე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითოეული ნივთი სრულიად ხელნაკეთია.
თავდაპირველად, მწირი რესურსების პირობებში, საქმე მართლაც არაფრიდან დავიწყეთ და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე. პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე ყოფილა გამოწვევებიც, რომ არა საქმისადმი უპირობო სიყვარული, სირთულეებს ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი. მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის თანადგომაც, რომელიც მუდამ მხარს მიჭერს გადაწყვეტილებების მიღებისას.
დღესდღეობით, ტურისტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ვთავაზობთ აქსესუარებს, კერძოდ: ჩანთებს, ქამრებს, საფულეებს და საერთოდ, სხვადასხვა ტიპის ტყავის ნაწარმს.
ჩვენს საქმიანობას უნიკალურობასა და ექსკლუზიურობას სძენს ისიც, რომ თითოეული ნივთის მეტალის შესაკრავს ვამზადებთ და ვამუშავებთ სპეციალურ ყალიბებში.
მაღალი დონის ნაკეთობების შექმნაში მეხმარება სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირება - წარმოების ყველა ეტაპზე.