ქალები ტურიზმის სფეროSHE  -  ქეთევან მანჯაფარაშვილი

ქალები ტურიზმის სფეროSHE - ქეთევან მანჯაფარაშვილი

ქეთევან  მანჯაფარაშვილი

პროფესიით მხატვარი ვარ, 1996 წლიდან აქტიურად ვმუშაობდი ხელოვნების სასწავლებელში..
მოგვიანებით, ხელფასის სიმწირის გამო, გადავწყვიტე დამატებითი შემოსავალი მქონოდა, ზუსტად მაგ პერიოდს დაემთხვა სიღნაღის საინტერესო და მიმზიდველ ტურისტულ ქალაქად ჩამოყალიბების პროცესიც.
ეტაპობრივად დავიწყე თექის შარფებისა და თიხის სამკაულების დამზადება, რომლებმაც სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა...
ამ ეტაპზე ვმუშაობ ეპოქსიდის სამკაულებზე, აგრეთვე ვხატავ სიღნაღის პეიზაჟებს.
ვერ ვიტყვი რომ დიდი ბიზნესი მაქვს, როგორც მხატვარს შეეფერება ისე ვშოულობ და ვცხოვრობ, უნდა აღვნიშნო, ისიც რომ საქმეში მეუღლეც მეხმარება და მუდამ მხარში მიდგას.
წარმატება მე ჩემებურად მესმის, ვერ ვიტყვი რომ შემოსავალია გადამწყვეტი, მეტად მნიშვნელოვანია ამ ცხოვრების საიდუმლოს გაგება და სულის გადარჩენა. ამასთან, ჩემთვის პრიორიტეტული და აუცილებელია პროფესიული საქმიანობისგან ვიღებდე სიამოვნებას, სავსებით საკმარისია კმაყოფილი და ჩემი ნამუშევრებით გახარებული სახეების დანახვაც.
ყველა სფერო, ყველა პროფესია უდიდეს შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცაღა ჩემს საქმიანობაში მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა არ არის საკმარისი პირობა სასურველი შედეგის მისაღწევად, გადამწყვეტია ნიჭი და შემოქმედებითი უნარების არსებობაც.