მუნიციპალიტეტი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თემი - ქვემო მაჩხაანი
კოორდინატები - 41°34′36″ ჩ. გ. 45°58′17″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 640 მ
მოსახლეობა: 609 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა: ქართველები 98,2 %, ეზიდები 1,0 %. სომხები 0,7 %.
მანძილი სიღნაღიდან - 17 კმ
მანძილი თბილისიადან - 116 კმ
ქვემო მაჩხაანი — სოფელი მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. გადმოცემით სოფლის სახელწოდება მაჩხაშვილების გვარს უკავშირდება. ისტორიულ წყაროებში პირველად მე-18 საუკუნიდან მოიხსენიება (იოანე ბატონიშვილი). XIX საუკუნეში სოფელი წარმოადგენდა ქიზიყის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს. კულტურული ცხოვრებით, სახელოსნოების განვითარებითა და დუქნების რაოდენობით სიღნაღს არ ჩამოუვარდებოდა. მე-19 საუკუნის ქართული პრესის მიხედვით ქვემო მაჩხაანი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ეპიცენტრი იყო. სოფლის დაწინაურებას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო სოფლის ხელსაყრელმა მდებარეობამ. ქვემო მაჩხაანში ჩაეყარა საფუძველი ბევრ ისეთ წამოწყებას, რომელიც პირველად განხორციელდა არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. ამ ინიციატივების განმახორციელებელი და დამფინანსებელი უმეტეს შერმთხვევაში სოფლის მოსახლეობა იყო. თანხები გროვდებოდა საქველმოქმედო მიზნით, მოწყობილი წარმოდგენების საშუალებით. 1884 წელს პირველი სკოლა დაარსდა. ამ პერიოდში მეზობელ სოფლებში სკოლები არ იყო და იქაური მოსახლეობა ქვემო მაჩხაანის სკოლაში იღებდა განათლებას. 1895 წელს სოფელში ამიერკავკასიაში პირველი სავაჭრო-სახელოსნო ,,დეპო“, რომლის დაარსემის მნიშვნელობა ფართოდაა გაშუქებული იმ დროინდელ ქართულ პრესაში. (გაზ. ,,ივერია“#5). სოფელში ფუნქციონერებდა აფთიაქი. თითოეული ოჯახის მიერ ყოველწლიურად გაღებული თანხით სოფლის მოსახლეობა თავად აფინანსებდა ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. მთელი ქიზიყისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1899 წელს თეატრის გახსნა. თავისი პირველი სპეკტაკლები სანდრო ახმეტელმა ქვემო მაჩხაანში გამართა. თეატრის შენობაში განთავსებული იყო წიგნთსავი. ყოველგვარი ქართული წიგნის შეძენა სოფელშივე შეიძლებოდა. 1910 წელს დაარსდა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მაჩხაანის განყოფილება. სოფელში შემორჩენილია მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო- სახელოსნოები და დუქნები. ძველად ცენრტალური ქუჩის ორივე მხარეს იყო განლაგებული, პირველ სართულზე მეტწილად სახელოსნოები და დუქნები იყო, ხოლო მეორე სართულზე საცხოვრისები, რომლებსაც ხის აივნები გასდევდა. ამჟამად მათი დიდი ნაწილი მოშლილია, მაგრამ მაინც შეიძლება ძველი სახის წარმოდგენა და პირვანდელი შთაბეჭდილების შექმნა. სოფელში 120-მდე დუქანი და სავაჭრო-სახელოსნო მოქმედებდა. გამორჩეული იყო სოფლის ბოქაული ბასიკო ნადირაშვილის სახლი. ,,იმერლების“ (დვალების) სახლი (დაანგრიეს 2000-ანი წლების დასაწყისში), ასევე საცხოვრებელი სახლი ფანიაანში. მთელს მხარეში კი გამორჩეული იყო ნადირაშვილების მარანი.სოფელში იმართებოდა ბაზრობები.სადაც ხალხი მეზობელი სოფლებიდან დადიოდა.
ქვემო მაჩხაანში ყველა მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი მაჩხანელი (ნადირაძე). მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი სამშობლოში დაბრუნებისთანავე დასახლდა საკუთარ სოფელში და ახალი სისტემით გააშენა ვაზი. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი რაციონალურ მეურნეობას. ხელმისაწვდომ ფასებში მას თვითონ ჩამოჰქონდა მოსკოვიდან სოფლისთვის საჭირო საქონელი, შემოსავალს კი საზოგადოებრივ საქმეს ახმარდა. დიმიტრი მაჩხანელმა სოფელში დაარსა და საკუთარ სახლში განათავსა ქალთა დაწყებითი სკოლა. დიდია მისი წვლილი სავაჭრო ,დეპოს“ დაარსებაში, რომელიც კახეთღში კოოპერატიულ მოზრაობის ჩანასახს წარმოადგენდა. ნიკოლოზ ერისთავთან ერთად დიდი ღვაწლი გაწია თატრშის მშენებლობაში.