ნუკრიანი

რეგიონი - კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი
თემი - ნუკრიანი
კოორდინატები - 41°36′29″ ჩ. გ. 45°53′40″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 820 მ.
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა - 1935 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
საფოსტო ინდექსი - 4206
მანძილი სიღნაღიდან - 5 კმ.
მანძილი თბილისიდან - 105 კმ.

სოფელი ნუკრიანი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.    მდებარეობს სიღნაღი-თბილისის საავტომობილო გზა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი განაშენიანების ხასიათი: მთელი სოფელი გზის ორსავე მხარეს, გრძივად ვითარდება.     

ეტიმოლოგია:  ერთნი მიიჩნევენ, რომ ნუკრიანს ფუძედ ცხოველის სახელი (შვლის ნუკრი) უნდა დასდებოდა, მეორე შემთხვევაში კი საკუთარ სახელს (ნუკრი) უკავშირებენ.

ისტორიული სოფელი ნუკრიანი სიღნაღის სამხრეთით, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. მას  საისტორიო წყაროებში იგი, ძირითადად, XVIII საუკუნიდან მოიხსენიება; ცალკე სოფლად გვხვდება “ქართლ-კახეთის აღწერაში”.  

ისტორია: ისევე როგორც მთელ საქართველოში ადამიანი უხსოვარი დროიდან ცხოვრობს სოფელ ნუკრიანის მიდამოებში. მიკვლეულია 3 ათასი წლის წინანდელი ნაქალაქარი,4 ნამოსახლარი ბორცვით. ასევე, ჭოტორში მდებარე ორმოსამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. მე-9 _ მე-8 ს. ბრინჯაოსტარიანი რკინის მახვილი. სიღნაღის მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფილიალში) დაცულია ნუკრიანის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან დამზადებული შუბის პირი.

ძვ.წ.  მე-2 ათასწლეულის პირველი ნახევარი,  სოფელი ისტორიულ წყაროებში ნუკრიანის სახელწოდებით მე-18-ე საუკუნიდან მოიხსენიება. სავარუდოთ ნუკრიანის მოსახლეობა ზემო მაღაროდან მიგრირებული ხალხით დასახლდა, რაც ქალაქ სიღნაღის განვითარებამ  გამოიწვია. ნუკრიანელი და ჭოტორელი გლეხი, ქიზიყელ გლეხკაცთან ერთად სიკვდილამდე იმეორებდა.

XIX საუკუნის I ნახევრში უნდა დაწყებულიყო ნუკრიანის “გაქალაქება” და მისი სიღნაღის გარეუბნად ქცევა, რა სტატუსითაც 1920-იან წლებამდე იარსება.

სოფელი ნუკრიანი გაშენებულია ცივგომბორის მთის კალთაზე, აქედან გამომდინარე სოფელი ნუკრიანი ატარებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსს.

ლეგენდები

წინათ სოფლის ადგილზე ყოფილა გაუვალი ტყე. ნუკრიანი თავის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მეფეების და დიდგვაროვნების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ახლანდელი ნუკრიანის ტერიტორიაზე, უღრან ტყეში, პატარა ქოხში, უცხოვრია დედა-შვილს. შვილი მონადირე ყოფილა, ერთხელ სანადიროდ წასულს შველი მოუნადირებია და როდესაც უკან ბრუნდებოდა ცხენზე გადაკიდებულ ნანადირევთან ერთად, თურმე მის ცხენს შეუმჩნევლად უკან შვლის ნუკრი ასდევნებია. ნადირობიდან დაბრუნებულ შვილს დედა გამოეგებებია. როდესაც მას ეს სურათი დაუნახავს უსაყვედურია იმის გამო, რომ დედა ირემი მოუკლავს და შვილისთვის ასე მიუმართავს: ,,რად მოკალი შვილო ნუკრიანიო?

კულტურული ძეგლები: ნუკრიანში სამი წმინდა გიორგის ეკლესიაა. ყველაზე ძველი ქაშუეთის ტაძარია;

წნორი