ქვეყანა - საქართველო
რეგიონი - კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი
თემი - ძველი ანაგა
კოორდინატები - 41°32′40″ ჩ. გ. 46°02′55″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 400 მ
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა - 1465 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 98,8 %. აზერბაიჯანელები - 0,6 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
მანძილი სიღნაღიდან- 18 კმ
მანძილი - თბილისიადან - 128 კმ
სოფელი ძველი ანაგა მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.
სოფელი ძველი ანაგა არ განეკუთვნება ხანგრძლივი ისტორიის მქონე სოფელს. მისი ისტორია სულ რაღაც ასიოდე წელს მოიცავს. სოფლის სახელწოდება სავარაუდოდ, წარმოდგება იქიდან, რომ ოდესღაც ამ ტერიტორიაზე არსებობდა ანაგის სახნავ-სათესი მიწა.
საბჭოთა რეჟიმის დროს აქ ფუნქციონირებდა ეკონომიკურად მძლავრი კოლმეურნეობა. სოფელი გამოირჩეოდა იმით, რომ ძველი ანაგა მევენახეობის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სოფელი იყო მთელს ქიზიყში.
ძველ ანაგაში ფუნქციონირებს ადმინისტრაციული შენობა, კულტურის სახლი, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი. ასევე, აქ განთავსებულია მეორე მსოფლიო ომის გმირთა და ცხრა აპრილის გმირთა მემორიალები. მეორე მსოფლიო ომის დროს 226-მა ძველანაგელმა გმირმა შესწირა თავი სამშობლოს დაცვას.
სოფელში ბოლო წლებში დასრულდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ტაძრის მშენებლობა.
ძველი ანაგა ამ დროსითვის თანამედროვე, ინფრასტრუქტურულად გამართული სოფლია.
სოფელში რეგისტრირებულია 2000-მდე მაცხოვრებელი.