
მდებარეობა - ქ. სიღნაღი
მანძილი თბილისიდან - 110 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან - 780 მ.
ბარათაშვილის ქუჩა სიღნაღის შემოსასვლელში გხვდებათ — ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი ადგილი. აქ ჩანს ქალაქის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი აივნიანი სახლები, რომლებიც ქუჩას განსაკუთრებულ იერს ანიჭებს. ასევე, აქ შეგხვდებათ კაფეები, სასტუმროები, ღვინის მარნები და სხვა ტურისტული ატრაქცია.