
ტიპი / სახეობა - დარბაზული
მდებარეობა - ქ. სიღნაღი. (სასფლაოს ტერიტორია)
აშენების თარიღი - მე 19 საუკუნე
მანძილი თბილისიდან - 118 კმ.
მანძილი სიღნაღიდან - 1.9 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან - 750 მ.
სიღნაღის ანუ ვაქირის წმინდა გიორგის ეკლესია დგას ქალაქის განაპირას, დასავლეთით, გალავნის გარეთ, სასაფლაოზე. თარიღდება მე-19 საუკუნით. ეკლესია აგებულია ადრე აქ მდგარი, დანგრეული ეკლესიის ადგილზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლების ნაწილები და მათ მიერ შექმნილი კუთხე (სიმაღლე 2,5 მ) განახლებული ეკლესიის კორპუსში ჩაურთავთ. ეკლესიის შასენი მასალა ორგვარია: ქართული აგური და რიყის ქვა. ტაძარი დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (9,0x6,4 მ). ეკლესიის ფასადები სადაა. კარიბჭე დგას რიყის ქვითა და აგურით ნაგებ დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლის ცოკოლზე. ეკლესიაც და კარიბჭეც ღარისებრი კრამიტითაა დახურული.