სოფელი საქობო

ქვეყანა -   საქართველო
რეგიონი - კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი
თემი - საქობო
კოორდინატები - 41°37′24″ ჩ. გ. 45°57′50″ ა. გ.
ადრეული სახელები:  საქვაბე
ცენტრის სიმაღლე - 450 მ
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა - 2662  კაცი.  (2014)
ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 98,4 %, სომხები - 0,6 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
მანძილი სიღნაღიდან - 7 კმ.
მანძილი თბილისიდან - 114 კმ.

საქობო (ყოფილი საქვაბე) — სოფელი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფელი: მაშნაარი).  
სოფელმა სახელწოდება მიიღო „ქვაბებიდან“ (გამოქვაბულებიდან), რომლებიც დღესაც არის შემონახული.
სოფელში მდებარეობს წმინდა სტეფანეს, ყველაწმინდის, სამებისა და წმინდა გიორგის შუა საუკუნეების ტაძრები.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2662 ადამიანი.
საქობო ცნობილია გამოჩენილი ადამიანების სიმრავლით, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით სახელი გაუთქვეს სოფელს. მათ შორის იყვნენ: გიორგი კანანელი - მწერალი, ზურაბ ბაკაშვილი - ცნობილი ქველმოქმედი, რომელმაც აღადგინა სოფელში მდებარე ეკლესიები, ეხმარებოდა გაჭირვებულ ადამიანებს, უშანგი ჯიბღაშვილი - მეცნიერი, რომელმაც გამოიყვანა ხორბლის უნიკალური ჯიში, მის საქმიანობას დღესაც აგრძელებს მისი ქალიშვილი.