სოფელი ქვემო მაღარო

მუნიციპალიტეტი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები:  41°36′05″ ჩ. გ. 45°53′53″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 680 მ.
ოფიციალური ენა - ქართული ენა.
მოსახლეობა - 1897კაცი (2019)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები  - 99,5 %
მანძილი თბილისიდან - 103 კმ.
მანძილი სიღნაღიდან - 11 კმ.

სოფელი მაღარო მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეზე. სოფელი გაშენებულია ბოდბე - სიღნაღის გზატკეცილზე.

 სიტყვა ,,მაღარო“ სპარსულად გამოქვაბულს, ღრმულს ნიშნავს. ცნობილია, რომ ალექსანდრე I-ის სიგელში ამ სოფელს ეწოდებოდა „კამბეჩოვანი“, ხოლო 1442 წლიდან „მაღაროს“ სახელწოდებითაა ცნობილი.

მოსახლეობა 1428-41 წლებში შეივსო ფშავიდან ჩამოსული მოსახლეობით, რადგან თემურ ლენგის რვაგზის შემოსევის შემდეგ ბარმა აუნაზღაურებელი ზარალი განიცადა, ამიტომ ხორციელდებოდა მისი შევსება. მე-16-17 საუკუნეებში აქ გაიმართა 18-ზე მეტი ბრძოლა. ამაზე მეტყველებს ადგილის სახელწოდებები, მაგალითად „ნეემარი“.

სოფელში მდებარეობს უძველესი წყაროს წყალი „კელმეჩური“. გადმოცემის თანახმად, 2000 წლის წინ აქ პომპეუსის რომაელებს მოუკლავთ წყურვილი. წყაროსთან ახლოს არის ორი „წმინდა“ თელა, სადაც გადმოცემის მიხედვით დავით გარეჯელმა დაისვენა. აქ ინთება სანთლები და ივნისის თვეში იმართება სოფლის დღესასწაული, დავით გარეჯობა.

სოფელში მდებარეობს „წმინდა გიორგის“ სახელობის ეკლესია, რომელის მე-20 საუკუნეში ააშენა ლერი მირაშვილმა.

ივრის ხეობაში მდებარეობს ივრის ნაკრძალი, რომელიც ადრიდანვე მდიდარი იყო ფლორით და ფაუნით. მდინარე იორი ჩამოუდის ნაკრძალს. ივრის გაღმა მდებარეობს „ბერების“ გამოქვაბული, რომელიც არის დავითგარეჯის კომპლექსის გაგრძელება.

სოფელში გადის ძველი რკინიგზა, არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა, კულტსახლი, ამბულატორია, სტადიონი. სოფელი ელექროფიციტებული და გაზიფიცირებულია, უზრუნველყოფილია სასმელი წყლით და ინტერნეტით.