ზაზას მარანი“ საოჯახო მარანია, რომელიც 2016 წელს დაარსდა. სტუმრებს ვთავაზობთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციას, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინისა და ტრადიციული სასმელების გაცნობა და დაგემოვნება. მარანი მდებარეობს სიღნაღის ისტორიულ ადგილას, სიღნაღის ციხე-სიმაგრის შიგნით, რაც ჩვენს ადგილს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ღვინის დაგემოვნებასთან ერთად შეიგრძნონ ძველი სიღნაღის ატმოსფერო და დატკბნენ ისტორიული გარემოთი. მარანი ახლოსაა სიღნაღის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან და ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან ფეხით მარტივად მისადგომია.
სტუმართა რაოდენობა:
20
დეგუსტაციაზე ღვინის სახეობები:
- ქვევრის ღვინო
- ჭაჭა
სამუშაო საათები:
- 12:00 დან 18:00 მდე
ცოცხალი მუსიკა:
- მოთხოვნის შესაბამისად
ავტოსადგომი:
- საერთო ავტოსადგომი სიახლოვეს (წინაწარ დაჯავშნა არა არის შესაძლებელი)
ინტერნეტი:
- კი (Wi-Fi)
ადაპტირებული შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე:
- არა
გადახდა:
- ნაღდი ანგარიშწორებით
- ვიზა, მასტერქრდ ბარათით და ამერიკან ექსპრესით
- საბანკო გადარიცხვით
შინაური ცხოველები:
- დაიშვებიან
მისამართი: სიღნაღი,გორგასალის 2
ტელ./მობი. 595020209
ელ. ფოსტა: Jamakashvilicira@gmail.com

