სოფელი ანაგა

სოფელი ანაგა ისტორიული სოფელია, იგი მდებარეობს ალაზნის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 400 მეტრზე. სიღნაღიდან 6 კილომეტრზე. ანაგა მიიჩნევა ქიზიყის „ჭიშკრად“.

ქვეყანა - საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები - 41°39′20″ ჩ. გ. 45°54′33″ ა. გ.
ფართობი -
ცენტრის სიმაღლე - 400 მ
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა - 2002
ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
საფოსტო ინდექსი - 4201
მანძილი სიღნაღიდან - 7.5 კმ.
მანძილი თბილისიადან
- 110 კმ.

ისტორია
ისტორიულ წყაროებში ანაგა მე-17 საუკუნეში იხსენიება, მაგრამ არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ სოფლისა და მის შემოგარენის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებები. იოანე ბაგრატიონი ,,ქართლ-კახეთის აღწერაში“ ანაგასთან ერთად ბაიდარაანებს და როჭიკაანთ ყურეს ასახელებს. ამჟამად ორივე ანაგის უბნებს წარმოადგენს. ანაგაზე გადიოდა საზამთრო, კერძოდ, შირაქის ველსა და კავკასიონის საზაფხულო საძოვრების დამაკავშირებელი გზა. ბუნებრივი პირობები ხელს უწყობდა მეურნეობის მრავალი დარგის განვითარებას. მოსახლეობა ყოველთვის მისდევდა მემინდვრეობას, მესაქონლეობას, მეაბრეშუმეობას, მებოსტნეობას, განსაკუთრებით კი მეღვინეობა-მევენახეობას. განვითარებული იყო ხელოსნობა და ვაჭრობა. ანაგაში დამზადებული ქვევრები მთელ კახეთსი საუკეთესოდ ითვლებოდა. შემორცენილია მე-19 საუკუნის დამღადასმული ქვევრები. ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით ცენტრალურ გზაზე განლაგებული იყო მრავალი სახელოსნო და დუქანი, რომელიც მასზე არსებული წარწერის მიხედვით სურსათის მოვაჭრე კეკელა თანდაშვილს ეკუთვნოდა. ანაგელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. სრულად გაანადგურეს სოფელში დაბანაკებული კაზაკთა პოლკი. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, მთავრობის დავალებით მამასახლისებმა ფრონტზე გასაგზავნი ხალხის სიები შეადგინეს. ანადელებმა შური იძიეს ყველაზე, ვინც ამ საწმეში მონაწილეობდა. 1906 წელს სოფელში სოციალ -დემოკრატებმა გახსნეს იატაქვეშა სტამბა თ. ხიზანიშვილის სახლში, რომელმაც ერთი წელი იარსება. 1931 წელს ამუშავდა ღვინის პირველი ქარხანა, მაგრამ ქარხნის ტერიტორიაზე უფრო ძველი მე-19 საუკუნის ქვევრებია: სულ 350 ტონის ტევადობის 168 ქვევრია, რომლებზედაც დამამზადებლის სახელებია მითითებული. ანაგაში დაიბადა არაერთი გამოჩენილი მამულიშვილი: 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერი სიმონ გიორგის ძე ახმეტელი, გენერალ-მაიორი საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სახალხო გვარდიის თბილისის გარნიზონის უფროსი.

#ანაგა

#ეწვიეანაგას

ანაგის კვირაცხოვლის ეკლესია