ბოდბისხევი

სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტიში

ბოდბისხევი

ბოდბისხევი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელია (თემის ცენტრი). ქიზიყის ერთერთი უძველესი და ულამაზესი სოფელი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ბოხრის უღელტეხილის ძირას და წნორი-ბოდბე-მაღაროს გზაზე მდებარეობს.
ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნარკვევებში აღნიშნავს, რომ ბოდბისხევი ბოდბესთან ერთად ჯერ კიდევ მესამე საუკუნეში არსებობდა.

მხარე -
 კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი 
თემი - ბოდბისხევი
კოორდინატები - 41°35′25″ ჩ. გ. 45°56′47″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 550 მ
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა -2665
  კაცი (2014 წ.)
ეროვნული შემადგენლობაქართველები 97,8 %, სომხები 1,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
მანძილი სიღნაღიდან -   11.8 კმ.
მანძილი
თბილისიადან -  112 კმ.

ბოდბისხეველები მისდევდნენ მემინდვრეობას, მევენახეობას, მეცხოველეობას. შემდეგ დაეუფლენ კერამიკის წარმოებას, იყვნენ მეჭურჭლეები და მათი შთამომავლები დღემდე მისდევენ ამ წარმოებას. სწორედ აქედან წარმოდგა გვარი მეჭურჭლიშვილი.
ბოდბისხევი დაყოფილია უბნებად: „ზარის წყალი,“ „ბოხორის“, „ღვინიანის“, „ტუხაანების“, „ჭაბაანების“, „გელანების“ უბნები. სოფელში არის რამდენიმე ბუნებრივი სასმელი წყარო.
ბოდბისხევს ბევრი მებრძოლი ვაჟკაცი ჰყოლია. გადმოცემის თანახმად, სამამულო ომში 901 მებრძოლიდან 491 დაბრუნებულა ცოცხალი. ეს სოფელი გამოირჩევა ასევე რესპუბლიკური მნიშვნელობის ბაზრით, რომელიც 1905 წელს დაარსდა.
ბოდბისხევში დაიბადა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი, რომელიც მიღწევებიც აღიარებულია მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების მიერ. მისი ორი ვაჟიშვილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები არიან.

პირველი მეცნიერი ქალი მათემატიკოსი ელენე ობოლაშვილი, პროფესორები გიორგი და შალვა გოზალიშვილები, უმაღლესი სასწავლების ლექტორები: ფილიპე შიხაშვილი, ბორის ბოქოლიშვილი, რობიზონ ქვრივიშვილი, იორამ პავლიაშვილი, ვახუშტი ნაცვლიშვილი სოფელ ბოდბისხევში დაიბადნენ.

სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ბოდბისხევს ამშვენებს 6 ეკლესია. ესენია: ნიკოლოზის სახელობის (ძველი და ახალი), მარიამის, კვირიკეს, ფერისცვალების, ამაღლების ტაძრები.

სოფელში არის გამოჩენილი მწერლის იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილის / ევდოშვილი (1873-1916წ) სახლ-მუზეუმი, რომელიც 1957 წელს გაიხსნა.

იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი / ევდოშვილი სახლ-მუზეუმი

იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი / ევდოშვილი სახლ-მუზეუმი

(1873-1916წ)

ბოდბისხევის ბაზარი

ბოდბისხევის ბაზარი