ბოდბისხევის ბაზარი

ბოდბისხევის ბაზარი — ეს არის ისტორიული ბაზარი, რომელიც მდებარეობს კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში. ადგილობრივი აგრობაზრობა და სავაჭრო-კულტურული სივრცეა.
ბაზარობა იმართება კვირაში ერთ დღეს. იყიდება ადგილობრივი პროდუქცია — ხილი, ბოსტნეული, ქათამ–ინდაური, ხორცი, ყველი, ღვინო, ჩურჩხელა, ხელნაკეთი ნივთები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და მრავალი სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. ადრე უამრავი დუქნი ფუნდუკიც იყო.
ტრადიციულად ამ სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა, შესაბამისად აქ ნაყიდი კერამიკა გამორჩეული იყო ხარისხითა და ოსტატობით.ღვისთვის და წყლისთვის ადრე მოჭიქული ნივთებიც იყიდებოდა. დღესაც არის შემორჩენილი ერთ-ორი ოსტატი.
ბაზარი პირველად გაიხსნა 1914 წელს. მანამდე ბაზარი სოფელ ქვემო მაჩხაანში იყო, ბაზრის გეოგრაფიამ განაპირობა მისი ბოდბისხევში ჩამოტანა: აქედან ყველა სოფლის და ქალაქ სიღნაღის მოსახლეობისთვისაც ადვილი მისადგომი იყო, ამ მარჯვე ადგილმდებარეობას დაემატა მოგვიანებით წნორის რკინიგზის გახსნა. ბოდბისხევის ბაზარი საუკუნეზე მეტი ხნისაა. ბაზარი გამოირჩევა თავისი ტრადიციებით, დიალექტით, ფოლკლორითა და მრავალფეროვანი ნატურალური პროდუქტით.
დაახლოებით 4–5 წლის წინ სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ბაზრის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია განახორციელა.
ბაზარი ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც შპს „ბოდბისხევის ბაზარი“ 2020 წლის 2 სექტემბერს.

ტიპი:

ღია ბაზარი

ძირითადი  პროდუქციის ჩამონათვალი:

  • ხილი
  • ბოსტნეული
  • ხორცეული
  • თევზეული
  • სურსათი
  • ზეტი
  • ტანსცმელი
  • სუვენირები
  • თექა
  • საიუველირო

სამუშაო საათები: 
კვირა - 06:00  დან 15:00 მდე 

ავტოსადგომი:

  • საკუთარი ავტოსადგომი
  • საერთო ავტოსადგომი სიახლოვეს (წინაწარ დაჯავშნა არა არის შესაძლებელი)

ადაპტირებული შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე:
- არა

 გადახდა:
- ნაღდი ანგარიშწორებით 

მისამართი: სიღნაღის რაიონი, სოფ. ბოდბისხევი
სამუშაო საათებია: კვირა,  6:00–დან 15:00 საათამდე
მანძილი თბილისიდან - 115 კმ.
მანძილი ქ. სიღნაღიდან - 9 კმ.