ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ქიზიყი-2025

Image

24-25 მაისს, სიღნაღის თეატრი ბავშვთა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს - „ქიზიყი-2025“ უმასპინძლებს.
ფესტივალში 7 საბავშვო თეატრალური დასი მიიღებს მონაწილეობას, სასცენო დადგმებს კი, ჟიური შეაფასებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.
ბავშვთა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სიღნაღს შვეიცარიული თეატრალური დასი საკუთარი სპექტაკლით ეწვევა.
„ქიზიყი-2025“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდება.

დრო: 24-25 მაისი 2025 წ.

დასაწყისი: 15:00 სთ

მისამართი: ქ. სიღნაღის თეატრი

დასწრება თავისუფალია.