ვანო სარაჯიშვილის 145 წლის საიუბილეო კონცერტი

Image

✅19 მაისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში საქართველოს ბულბულად წოდებულ, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, პროფესიული ვოკალური კულტურის ამაღორძინებლის, სიღნაღის საამაყო შვილის, ვანო სარაჯიშვილის 145 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.
🎵🎵ვოკალურ-შემეცნებით კონცერტში მონაწილეობას თბილისის ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიის კურსდამთავრებულები და მოქმედი მუსიკოსები, მომღერლები და პიანისტები: ანა ლომიაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, დავით პეტრიაშვილი, მარინა მეტრეველი, ია სილაგავა, მარიანა კირაკოზოვი, ვიქტორია სურმავა მიიღებენ.

fas fa-calendar-alt

დრო: 19 მაისი, 2024

fas fa-calendar-alt

დასაწყისი: 16:00 საათი

fas fa-map-marker-alt

მისამართი: ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის მოედანი

fas fa-dollar-sign

დასწრება თავისუფალია.