
21 ივლისს, ქალაქ სიღნაღში, უკვე ტრადიციად ქცეული, ზაფხულის ღამის ფესტივალი მეოთხედ გაიმართა.
სტუმრად მოსულ მაყურებელს სიღნაღში საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსები: ზაზა მარჯანიშვილი, ლევან ჯაფარიძე, დავით ქარჩავა, გიორგი კობახიძე, დავით ლომიძე, ჯგუფი ნალი და ბენდი ფლეშბექი დახვდენენ.
ფესტივალის პარალელურად, ქალაქ სიღნაღში ღვინის, ხელნაკეთი ნივთების, მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.