ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“

Image

საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით სიღნაღის მუზეუმში გაიმართება გამოფენა „ფოტოგამოფენა „იაპონიის ატომური დაბომბვა“
მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის ქალაქებში, ჰიროშიმასა და ნაგასაკიში, ჩამოაგდო 2 ატომური ბომბი,რომლებმაც მყისიერად გაანადგურა ორივე ქალაქი და შეიწირა 200 000 მეტი ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მრავალი ათასი სიცოცხლის ბოლომდე იტანჯებოდა ატომური დაბომბვის შედეგად მიღებული დაზიანებით.
იაპონიის მთავრობამ ატომური ბომბის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად და ატომური დაბომბვით შექმნილი საშინელი რეალობის გასაცნობად ჰიროშიმასა და ნაგასაკიში დააარსა ატომური ბომბის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზები. დარბაზები მარადიული მშვიდობის მემორიალის როლს ასრულებს.
2005 წლიდან ნაგასაკის ატომური ბომბის მსხვერპლთა მშვიდობის ეროვნული მემორიალური დარბაზის ინიციატივით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება ფოტო-გამოფენები, რათა მთელ მსოფლიოს შეატყობინოს ატომური დაბომბვით მიღებული ზარალის შესახებ და მოუწოდოს მსოფლიოს ატომური იარაღის გარეშე მშვიდობიანი სამყაროს შექმნის აუცილებლობაზე. გამოფენები უკვე გაიმართა 13 ქვეყნის 24 ქალაქში, მსგავსი გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა.

სიღნაღში, აღმაშენებლის ქუჩაზე ძველი სიღნაღის თემაზე / თემატიკაზე - ფოტოგამოფენა გაიხსნა. სივრცეში წარმოდგენილი მასალები ასახავს სიღნაღურ ყოფით ამბებს, იმდროინდელ კულტურულ მემკვიდრეობას, სხვადასხვა პროფესიული ამქრების შესახებ ცნობებს და სხვა. 

fas fa-calendar-alt

გახსნის დრო: 27 თებერვალი 2024

fas fa-calendar-alt

ხანგძლივობა: 2 მაისი 2024