წნორი

წნორი ქალაქი სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

მხარე - კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ადრეული სახელები: საქობოსუბანი, წნორისწყალი
ამჟამინდელი სტატუსი: 1965
ცენტრის სიმაღლე: 294 მ
ოფიციალური ენა: ქართული ენა
მოსახლეობა: 4815 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა: ქართველები 93,6 %, რუსები 1,7 %, სომხები 1,6 %
სატელეფონო კოდი -  +995 355
საფოსტო ინდექსი -  4200 
მანძილი თბილისიდან - 115 კმ.
მანძილი სიღნაღიდან - 6 კმ

გეოგრაფია
მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მ სიმაღლეზე, სიღნაღიდან 6 კმ, თბილისიდან 120 კმ. წნორში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,6 °C, იანვრისა 0,1 °C, ივლისისა 24,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -25 °C, აბსოლუტური მასიმუმი 40 °C.

ისტორია
1938 წლამდე საქობოსუბანი ეწოდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1965 წელს. საბჭოთა პერიოდში წნორის საქალაქო საბჭო მოიცავდა სოფლებს ასანური და კვენაკელი. აღნიშნული სოფლები 2002 და 2014 წლის აღწერებში აღარ იხსენიება და უშუალოდ ქალაქთანაა შეერთებული. წნორი სარკინიგზო მიმოსვლით დაკავშირებული იყო თბილისთან და თელავთან, ქალაქში იყო რკინიგზის სადგური, თუმცა ამჟამად სადგური უმოქმედოა. 1981-1993 წლებში მოქმედებდა წნორი-სიღნაღის საბაგირო გზა (სიგრძე 4460 მ), მოქმედებდა ღვინის, საკონსერვო, რძის, კარაქის, ლუდის და ლიმონათის ქარხნები, მეფრინველეობის და მეცხოველეობის კომპლექსები.