ანაგის ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესია

Image

მდებარეობა - სოფ. ანაგის სამხრეთით
კომპლექსში შემავალი ობიქტები: ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესია.
აშენების თარიღი - გვიანი შუასაუკუნეები
მანძილი თბილისიდან - 114 კმ.
მანძილი სიღნაღიდან - 10,2 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან - 410 მ.
ტიპი / სახეობა - დარბაზული
ღია:  

სოფელ ანაგის სამხრეთ ნაწილში დგას ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესია. სავარაუდოდ განეკუთვნება  გვიან შუასაუკუნეების საწყის პერიოდს. ეკლესია დარბაზულია (7,5X5,5 მ).ნაგებია რიყის  მოზრდილი ქვით და კირის დუღაბით, რიგების გამოყვანის გარეშე. გარეთ კედლების წყობაში, მეტწილად კუთხეებში, ლოდებიცაა ჩართული. შეკეთებულ ადგილებში ქართული აგურია გამოყენებული. ინტერიერის საკურთხევლის სარკმლის გარდა, დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს. სარკმელს აშკარად ემჩნევა გვიანდელი გადაკეთების კვალი, რომლის დროსაც არსებული სარკმელი ამოუშენებიათ და მის თავზე მოუწყვიათ ახალი, თავდაპირველზე გაცილებით უფრო დაბალი სარკმელი. ამ რემონტის დროს ეკლესია შეულესავთ და მოუხატავთ. მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ალაგ-ალაგ კამარაზე და დასავლეთ კედელზე.  ეკლესიის მომხატველის შემოქმედებაში დასტურდება ხალხური ხელოვნებისათვის დამახასიათებელი რიგი თავისებურებანი. მოხატულობა სტილისტურად უკავშირდება XVI საუკუნის ,,ხალხური მხატვრობის’’ ძეგლთა ჯგუფს. ეკლესიის იატაკი მოგებულია ,,ქართული’’ აგურით. ტაძარს მარტივი გარეგნობა აქვს. ფასადები სადაა. 2008 წელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.