სოფელი ტიბაანი

ქვეყანა -  საქართველო
მხარე - კახეთი
მუნიციპალიტეტი - სიღნაღი
თემი - ტიბაანი
კოორდინატები - 41°34′29″ ჩ. გ. 46°00′10″ ა. გ.
ცენტრის სიმაღლე - 360 მ.
ოფიციალური ენა - ქართული ენა
მოსახლეობა - 1786  კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა - ქართველები 98,7 %, რუსები 0,4 %
სასაათო სარტყელი - UTC+4
მანძილი სიღნაღიდან - 14 კმ.
მანძილი თბილისიდან - 119 კმ.

სოფელი ტიბაანი  მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსვლეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 360 მეტრი. სოფელი გაშენებულია წნორი-დედოფლისწყაროს გზატკეცილზე.

ისტორია
სოფლის ძველი სახელწოდებაა ხირსა. აქ მდებარეობს ღირსი ასურელი მამის სტეფანე ხირსელის საფლავი და მისი სახელობის მამათა მონასტერი. რუსეთის იმპერიის დროს სოფელი შედიოდა ჯუგაანის სასოფლო საზოგადოებაში. საბჭოთა პერიოდში ტიბაანის სასოფლო საბჭოში შედიოდა სოფელი პრასიანი.

ტიბაანის ერთ-ერთი დიდი უბნის სახელი „პრასიანი“ ისტორიული წყაროების დაყრდნობით ცნობილია ადგილად, სადაც გარდაიცვალა გიორგი რუსი.

აფხაზეთის ომში გარდაცვლილი ხვიჩა ბიძინაშვილის სახელს ატარებს საჯარო სკოლა, ხოლო ალექსანდრე ცისკარიშვილის სახელს კი ცენტრალური ქუჩა. 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა შორისაა ტიბაანელი ეკა ბეჟანიშვილი.

ტიბაანში ცხოვრობდა პირველი ტრაქტორისტი ქალი ელენე ნატროშვილი, რომლის ტრაქტორი ამშვენებს მუნიციპალიტეტის შემოსასვლელს.

ტიბაანში დაიბადნენ და გაიზარდნენ პოეტი თამარ შაიშმელაშვილი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პროფესორი ჯემალ მამაიაშვილი.

ღვინო „ტიბაანი“ უმაღლესი ხარისხის თეთრი ღვინო, ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.