სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი

Etno-Park_1.webp

სიღნაღის ეთნოგრაფიული პარკი მდებარეობს სიღნაღის ცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში, ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ტერიტორიაზე. 8 323 კვ.მ ფართობის სივრცე ისტორიული ციხე-გალავნის გასწვრივაა განთავსებული და სიღნაღისა და ალაზნის ველის ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ნაძვნარით დაფარული ტერიტორია ბუნებრივ, მშვიდ და რეკრეაციულ გარემოს ქმნის. წარსულში ქალაქის მნიშვნელოვანი რეკრეაციული, საზოგადოებრივი და კულტურული სივრცე იყო. აქ ფუნქციონირებდა ღია კინოთეატრი, საბავშვო ატრაქციონები და დასასვენებელი ზონები. პარკში იმართებოდა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი „ვანოობა“.

1990-იან წლებში პარკის ინფრასტრუქტურა დაზიანდა და სივრცემ ფუნქცია დაკარგა. მიუხედავად ამისა, პარკი კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.