
30 ივლისს, ქალაქი სიღნაღი საერთაშორისო დიასპორულ თეატრ ,,დაბრუნებას" უმასპინძლებს.
მაყურებელი სიღნაღის თეატრის სცენაზე იხილავს რეჟისორ მიშა რატიანის (მალხაზ რაზმაძის) სპექტაკლის პრემიერას - „მიდი, შეცვალე სამყარო“ .
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ემიგრაციაში მცხოვრები, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ქართველი ახალგაზრდები.
პროექტის იდეის ავტორი და ფინანსური მხარდამჭერია - თინათინ სვანიძე - ვენკო.