
9 - 13 აგვისტოს ქ. სიღნაღი საერთაშორისო არტ-ფესტივალს უმასპინძლებს! ფესტივალის პროგრამაშია შემოქმედებითი კონკურსი, ვორქშოფები, გამოფენები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები.
სიღნაღის ხელოვნების ფესტივალის მიზანი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების ამ დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობაა, მით უმეტეს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტს ძლიერი სახელოვნებო ინსტიტუცია გააჩნია სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სახით.
წელს საფესტივალო პროგრამა ფერწერითა (აკრილი) და მცირე ქანდაკებით (ხე) განისაზღვრება.
2025 წლის ფესტივალის კონცეფცია "ჩემი თვალიტ დანახული სიღნაღი"