
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი მეაბრეშუმე ოსტატი ლამარა ბეჟაშვილია!!!.
სიღანაღის რაიონის, სოფ. მაღაროში მცხოვრები ქალბატონი ლამარა ბეჟაშვილი ერთ-ერთი იმ უნიკალურ ოსტატთაგანია, ვინც ქვეყანაში მივიწყებულ ქართული მეაბრეშუმეობის დარგს ინარჩუნებს და ასწავლის აბრეშუმის წარმოებას სოფლის მოსახლეობას.
მეაბრეშუმე ოსტატმა ცოდნა ბებიისგან მიიღო . მძიმე ვითარების გამო ქვეყანაში აბრეშუმის წარმოებამა შეწყდა .სწორედ ამ დროს ქალბატონი ლამარა ცდილობდა შენახული ჭიები ცოტ-ცოტა გამოეყვანა თითო წელს , რომ გადაერჩინა დარგი გადაშენებისაგან. ასეთი განსაკუთრებული მონდომების დამსახურებით ქალბატონმა ლამარამ თავისი მცირერიცხოვანი აბრეშუმის ჭიისგან მოამრავლა მილიონობით ჭია.
ქალბატონი ლამარა ცხრა ადგილობრივ ქალბატონთან ერთად მუშაობს. ისინი თავად ქმნიან თავიანთ სამუშაო მასალას. გამოჰყავთ ჭიები, რთავენ ძაფს და შემდეგ აბრეშუმისგან ქმნიან სხავადასხვა ნამუშევრებს- აბრეშუმის ბამბას, თავშლებს, ყურტბალიშები, აბრეშუმის და მატყლის სამკურნალო მაისური და სანდლები (მოქსოვილი სიმინდის ქეჩეჩიუსგანდ ა მორთული აბრეუშმის ძაფებით).
მის მიერ შექმნილ ნამუშევრებს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ქალბატონმა ლამარამ აბრეშუმის ძაფს სამკურნალო თვისებები შესძინა, სხვადასხვა დანამატების სახით. როგორც თავად ოსტატი ამბობს აბრეშუმი 38 დაავადებას კურნავს.
ქალბატონი ლამარა მცენარეულ წამლებსაც ამზადებს. მის ეზოში 300მდე ჯიშის სხვადასხვა მცენარე იზრდება.
განსაკუთრებულია ლამარა ბეჟაშვილის დამსახურება მეაბრეშჲმეობის დარგის შენარჩუნება-განვითარებაში. ქალბატონი ლამარას და მასთან მომუშავე ქალბატონების შრომის და საქმისადმი სიყვარულის შედეგია ის რომ აღნიშნული დარგი ჯერ კიდევ არსებობს და განვიტარების დიდი პერსპექტივა აქვს.
„ურთიერთობა ცოცხალ ჭიასთან განსაკუთრებული შეგრძნებაა. როდესაც შენს ხელში ჭიიდან პეპელა გამოდის, რომელსაც ჯერ ფრთები არ აქვს. ყველაფერი ეს თუ არ გიყვარს ვერ აღარდგენ ტრადიციას . ჩემი ოცნება სწორედ მეაბრეშუმეობსი შენარჩუნება და მისის განვიტარებაა.. ამას მივუძღვენი ჩემი ცხოვრების ბევრი წელი „- ამბობს ოსტატი.