სიღნაღის ზაფხულის ღამის ფესტივალი 2025

სიღნაღის ზაფხულის ღამის ფესტივალი

19-20 ივლისს, ქალაქი სიღნაღი ზაფხულის ღამის ფესტივალს უმასპინძლებს.
მაყურებლის წინაშე წარდგებიან: 19 ივლისს - ზაზა მარჯანიშვილი, „ელის ბენდი“ და „ჯგუფი ნალი“. 20 ივლისი: მაია ბარათაშვილი, ,,New York-Tbilisi’’, ,,Connections Band’’ და ,,ჯგუფი ირიაო’’.


ფესტივალის პარალელურად გაიმართება - ღვინის, ხელნაკეთი ნივთების, მხატვრების ნამუშევრებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ზაფხულის ღამის ფესტივალს სიღნაღი მრავალი წელია მასპინძლობს.
გამოფენის დასაწყისი - 19:00 საათი
კონცერტის დასაწყისი - 20:00 საათი.
მისამართი: ქალაქი სიღნაღი, ქეთევან წამებულის ქუჩა.
დასწრება თავისუფალია.

დაწყების თარიღი: 19 .07. 2025 წ. - 19:00 სთ.

დამთავრების თარიღი: 20. 07. 2025 წ.

- მისამართი: ქეთევან წამებული ქუჩა.