სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს გომბორის ქედის ფერდობებს და ალაზნის ვაკეს. უჭირავს 1251.7 კმ2 ფართობი. რაიონს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლაგოდეხის რაიონი და აზერბაიჯანი, სამხრეთით-დედოფლისწყაროს, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით გურჯაანისა და საგარეჯოს, აღმოსავლეთით-დედოფლისწყაროს რაიონები.
მდებარეობა - აღმოსავლეთ საქართველო
ადმინისტრაციული ცენტრი - სიღნაღი
მანძილი ცენტრსა და თბილის შორის - 113 კმ
დროის სარტყელი - UTC +4
სატელეფონო კოდი - 355
ფართობი - 1251 კმ²
მოსახლეობა - 29 948 კაცი (2014 წელი)
ეროვენება - ქართველები 97.5%, რუსები 1%, სომხები 0.8%, აზერბაიჯანელები 0.1% იეზიდები 0.1%.
ჩვენი წელთაღრიცხვის პირველსავე საუკუნეში ქიზიყი, იგივე კამბეჩოვანი იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. იგი მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო. "გარნა იყო ალაზნის შესართავამდე და ვიდრე სამგორამდე"- ამბობს ვახუშტი ბაგრატიონი.
მე-13 საუკუნის 20-30 _ იან წლებში მონღოლთა გამანადგურებული შემოსევების შედეგად მდიდარი მხარე გაპარტახდა, მოსახლეობა ამ ადგილებიდან აიყარა და თავი შეაფარა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთაგორიან ადგილებს, ახლანდელი სიღნაღის ტერიტორიას.