წმინდა მარიამის ეკლესია

წმინდა მარიამის ეკლესია მდებარეობს ანაგის სამხრეთ განაპირა სასაფლაოზე, ქ. სიღნარიდან შემომავალი გზის მარცხენა მხარეს. გზიდან ორმოციოდე მეტრის მანძილზე. არქიტექტორული ნიშნებით თარიღდება გვიანი შუასაუკუნეებით. ეკლესია მცირე ზომისაა (6,1 X 4,4 მ), რომელცაც სამხრეთიდან, მთელს სიგრძეზე, სწორკუთხა მინაშენი ეკვროდა. შენობა რიყის ქვითა და ქართული აგურითაა ნაგები. კედლის ზედაპირი გასწორებულია წმინდა ბათქაშით. ინტერიერი შელესელია, შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან თაღით ყოფილა გადახურული. სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა 2008 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის გადარჩენის ფონდის მიერ.

 

#წმ.ნინი
#ეწვიებოდბეს