სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. მას 40 ჰა ფართობი უჭირავს. გალავნის სიგღძე 4 კილომეტრამდეა. მას ჰქონია 23 კოშკი და 6 თაღოვანი კარიბჭე. მტრის შემოსევისას აქ ახლომდებარე სოფლების მთელი მოსახლეობა იმალებოდა. თვით სიტყვა "სიღნაღი" თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს თავშესაფარს. ყველა კოშკი თავის სახელს ატარებდა სოფლების მიხედვით: მაღაროს ჭიშკარი და მისი ორი კოშკი, სამეფო ანუ ჯუგაანის კოშკი, კახეთის კოშკი პირველი და კახეთის კოშკი მეორე, შილდის კოშკი, და შილდის ჭიშკარი. ,,ნარინგკალეს“ კოშკი. ზიარ-ფხოველი კოშკი, კოშკი ვაქირის ჭიშკართან, ვაქირის ჭიშკარი, კარდენახის კოშკი, ბაკურციხის კოშკი, მაშნაარის ჭიშკარი, მისი მცველი ორი კოშკი, ანაგის კოშკი, საქობოს კოშკი, მაჩხაანის კოშკი, ბოდბის კოშკი.
მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთლი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკების და გალავნების დაცვა მათ ევლაებოდათ. სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვენო რაოდენობითაა გამოყენებული აგური. ციხის კედლები ორიარუსიანია, ქვედა იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრია, ზედა იარუსისა 70-80 სმ.ამ კედლების სისქეთა გამსხვავება შიგნიდან ქნმის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. სიღნაღის გალავნის ყველაზე დიდ კოშკში, რომელსაც "მეფის ან ქიზიყის ბურჯს" უწოდებენ ჩაშენებულია მცირე ზომის წმ. სტეფანეს ეკლესია (1762 წ.), რაც საკმაოდ უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტაა.
დღეისათვის გალავანი თითქმის პირვანდელი სახით არის აღდგენილი და აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ ავიდნენ ორიარუსიან კედლებზე და სათოფურებიდან გადახედონ დიდებულ ალაზნის ველს.