წმინდა გიორგის ეკლესია ანუ ჯაგების წმინდა გიორგი მდებარეობს სოფელ ანაგის ჩრდილო განაპირას. არქიტექტორული ნიშნებით განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (7,15X4,5 მ). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ინტერიერი შელესილია. 2008 წელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომლის დროსაც, თავდაპირველი ფორმების გაუთვალისწინებლად აღუდგენიათ გარეთა კედლების ზედა ნაწილები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. მოგვიანებით, ეკლესიისთვის მიუდგამთ, გეგმით თითქმის კვადრატული ფორმის ნაგებობა. ეკლესიის ნაგებობა ბევრად უფრო დამახასიათებელია, ვიდრე მისი შიდა გადაწყვეტა. დასავლეთ ფასადზე ორივე არე დაგვირგვინებულია ერთგვარად დაწყობილი, ცისფრად მოჭიქული აგურების გამოყვანილი ზოლით. სავარაუდოდ მსგავსად იყო გაფორმებული სამხრეთ და ჩრდილოედ ფასადზე არსებული არეებიც. ამჟამად ეკლესიის კედლები დასრულებულია კვადრატული აგურით ნაწყობი, ორსაფეხურიანი ლავგარდნით.