წმინდა ბარბარეს ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით ორასიოდე მეტრის მანძილზე, ტყიან ფერდობზე. ძეგლი თარიღდება XVIII საუკუნით. 2013 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესია აღადგინეს. ეკლესია დარბაზულია ( 7,0X5,4 მ), აფსიდი ძირითადათ ნაგებია რიყის ქვით.ალაგ-ალაგ გამოყენებულია ე.წ. ქართული აგური. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია. სამხრეთით და ჩრდილოეთ კედლებზე სარკმელები აქვს. აფსიდი თითქმის მთლიანადაა აღდგენილი. ეკლესიის კედლებს გაუკეთდა აგურის ლავგარდანი. შენობა დაიბურა ღარისებრი კრამიტით.