Sighnaghi Blog

This is interesting.

რატომ უნდა ეწვიო სიღნაღს

Image

სიღნაღი კახეთის ის იშვიათი ადგილია, სადაც დრო თითქოს სპეციალურად ჩერდება, რათა ადამიანმა სრულიად შეძლოს სილამაზით ტკბობა. ეს არ არის უბრალოდ ტურისტული გაჩერება; ეს არის სივრცე, სადაც ისტორიული სული და ბუნების დიდებულება ერთმანეთს ერწყმის და განსაკუთრებულ ჰარმონიას ქმნის. ქალაქის გალავანი არა მარტო ქვებისგან, არამედ თავად ისტორიისგან არის შექმნილი. მე-18 საუკუნის ეს სიმაგრე გზას გიკვალავთ ალაზნის ველისკენ, სადაც მზის სხივები კავკასიონის გადათოვლილ მწვერვალებს ეალერსება. როდესაც ამ გალავანზე დგახარ გეუფლება შეგრძნება, რომ სამყარო იმაზე ფართო და მრვალფეროვანია, ვიდრე ეს ჩვენს ყოველდღიურობაში ჩანს. 

სიღნაღის ხიბლი მის ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩებში იმალება, სადაც ყოველი კუთხე  და ყოველი მოჩუქურთმებული აივანი თავის ამბავს გიამბობს.  კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის ნიკო ფიროსმანის უკვდავი ტილოების გამოფენა მუზეუმში, გაგრძნობინებთ იმ ნამდვილ, გულწრფელ ხელოვნებას, რომელიც ქიზიყურ მიწასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ქალაქის ახლოს მდებარე ბოდბის მონასტერი თავისი სიმშვიდითა და ბაღების სურნელით კიდევ უფრო ამძაფრებს სიღნაღში სტუმრობის შთაბეჭდილებას. ეს ადგილი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ დაივიწყოთ ხმაური და შეძლოთ საკუთარ ფიქრებთან განმარტოება.

და რა თქმა უნდა, ღვინო. კახეთში ღვინო უბრალო სასმელი ხომ არ არის? ქვევრში დაძველებული კახური ღვინო იმ მიწის ნაყოფია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში დიდი მოკრძალებით უვლიდნენ. მარანში ღვინის დაგემოვნება, თითოეული ჭიქით გაგრძნობინებს თუ რას ნიშნავს ტრადიციების პატივისცემა.

საბოლოო ჯამში, სიღნაღი არ არის უბრალო ადგილი, რომელსაც მოინახულებთ და დაემშვიდობებით. ეს არის ქალაქი, რომელიც გაძლევთ საშუალებას, დატკბეთ ქიზიყის ნამდვილი გემოთი, ისტორიითა და საოცარი ხედებით. სიღნაღში სტუმრობა თქვენს გულს აუცილებლად სამუდამოდ ემახსოვრება.  

ბლოგის ავტორი

ბლოგის ავტორი

ნინო ბეჟანიშვილი